English / ქართული / русский /
ირინა გოგორიშვილი
ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი გამოწვევებიCOVID19-ის პანდემიისა და პოსტპანდემიური პერიოდებში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია COVID19-ის პანდემიისა და პოსტპანდემიური პერიოდის საკითხები. გაანალიზებულია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის შესაძლებლობი ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და კრიზისის დაძლევისათვის. ძირითადი პოლიტიკა და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკის სტაბილური განვითარებისა და აღდგენის ციფრიზაციის პროცესებს და ახალი ტენდენციების განხორციელებას. ნაშრომში გაანალიზებულია ცვლილებები რომლებიც იმოქმედებს ბიზნეს მოდელებზე, რაც გულისხმობს ახალი დიფერენცირებული ბიზნეს ციკლის წარმოქმნას. კვლევა ემყარება ვებგვერდებზე განთავსებულ მასალასა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს. ნაშრომში მოცემულია ის ცვლილებები რომლებიც მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში.   

საკვანძო სიტყვები: COVID 19-ის პანდემია, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაში, უახლესი ციფრული უნარები და სპეციალობები. 

შესავალი 

ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემების შემადგენელი ნაწილია რეალობის დაშორება სასურველი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან. ნორმატიული საკითხია თუ რა არის სასურველი და როგორ შეფასდება ეს დაშორება. იმისათვის, რომ ასეთი პრობლემა დავძლიოთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან ეკონომიკურ პოლიტიკაში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა. 

COVID-19-ის გავრცელების შედეგად წარმოქმნილი პანდემიის ეკონომიკური შედეგები მსოფლიოში და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისთვის ბევრ ისეთ კითხვას წარმოშობს რომელზეც პასუხის გაცემა დამოუკიდებლად (სხვა ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინების გარეშე) არ ძალგვიძს. მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერთა უმრავლესობა აღიარებს, რომ პანდემიის შედგომ მსოფლიო აღარასდროს იქნება ისეთი როგორიც იყო. ეს აღიარება გულისხმობს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისით დანგრეული მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა მიმდინარე ცვლილებათა ვიწრო გაგება იქნება. ფართო გაგებით კი ცვლილებათა მთავარ მიმართულებასა და შემადგენელს წარმოადგენს: მსოფლიო ეკონომიკის დაჩქარებული ციფრიზაციის პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო და იგი ჩვენმა მოქალაქეებმაც იხილეს. Starlink-ის ვებგვერდის თანახმად, თბილისიდან თანამგზავრების (ეს თანამგზავრები 5G და 6G ფართოზოლიანი ინტერნერის ქსელის მისაღებად არის საჭირო) დანახვა 2020 წლის 27 აპრილს 21:07 საათზე და 30 აპრილს 05:34 საათზე  იყო შესაძლებელი [1].

საქართველოს სახელმწიფოს არსებობის ამ ეტაპზე ეკონომიკური პოლიტიკის გამოწვევებზე სწორი რეაგირება ბევრად არის დამოკიდებული საზოგადოების აქტივობაზე დააფუძნოს ეკონომიკური პოლიტიკა ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებს. ამ ღირებულებებს შორის უმნიშვნელოვანესია: თავისუფლება, სამართლიანობა,  უსაფრთხოება  და პროგრესი. საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ორიენტირები ამ ღირებულებებზე სწორედ დღეს როგორც არასდროს ისე აქტუალურია.

ნაშრომის მიზანია პანდემიისა და მისი შემდგომი პერიოდის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის შედეგების შეფასება და მათ საფუძველზე წარმოქმნილ ცვლილებათა გაანალიზება.

ნაშრომის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს დიალექტიკის კანონები. კვლევა წარიმართა ისეთი მეთოდების გამოყენებით როგორიცაა: ლოგიკური ანალიზის, ინდუქციის, შედარებისა და ინტერნეტ-რესურსების გამოყენება.

ნაშრომში გამოყენებულია ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაბეჭდილი ნაშრომების მასალები მცირე მოცულობით. 

პანდემიის შემდგომი პერიოდის ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებები 

პანდემიის შემდგომი პერიოდის საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საკითხები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან:

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემით საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის განმავლობაში 4%-ით შემცირდება. უფრო მძიმე პროგნოზი აქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელიც ეკონომიკის 5%-იან ვარდნას გვიწინასწარმეტყველებს;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემით საქართველოში ინფლაცია პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი 5%-მდე გაიზრდება, ხოლო ლარის კურსი დოლართან შეფარდებით  მარტის თვეში 22%-ით შემცირდა;
  • განსაკუთრებული დარტყმა პანდემიამ საქართველოს საგარეო სექტორს (ტურიზმი, საგარეო ვაჭრობა, საზღვარგარეთიდან გზავნილები) მიაყენა. ტურისტების რიცხვი თებერვალში - 0,7%, მარტში - 62,3% და აპრილში - 94,5%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. საქართველოს საგარეო ვაჭრობა თებერვალ-აპრილის თვეებში 18%-ზე მეტად იკლო, ხოლო იმპორტი უკვე აპრილის თვეში 40%-მდე დაეცა. საზღვარგარეთიდან განხორციელებული გზავნილები (უცხოური სავალუტო ნაკადები) 2020 წლის თებერვალ-მარტ-აპრილ-მაისში 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 58 მილიონი დოლარით შემცირდა;
  • 2020 წლის აპრილში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით იკლო საგადასახადო და საბაჟო შემოსავლებმა [2].

ჩვენს მიერ მოყვანილი მაჩვენებლები საკმარისია მხოლოდ პანდემიის შედეგების ყველაზე ზოგადი და ზედაპირული  შეფასებისთვის. ვფიქრობთ საინტერესო იქნებოდა ის დახმარებები გაგვეანალიზებინა, რომელსაც პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად გვპირდებიან, მაგრამ ინფორმაციის სიმწირესთან დაკავშირებით ამას ვერ მოვახერხებთ. გაცილებით მნიშვნელოვანია კარგად გავერკვიოთ თუ როგორი იქნება პანდემიის შემდგომი პერიოდის ეკონომიკა. ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია მოვიყვანოთ კორონა ვირუსის გავრცელების შედეგად დაზარალებული და გარკვეულ წილად დაწინაურებული დარგები. დაზარალებულ დარგებს მიეკუთვნება:

  • საგარეო ვაჭრობა;
  • ტრანსპორტი (საჰაერო, საავტომობილო);
  • ტურიზმი, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, სასტუმროები;
  • ონლაინ-მომსახურება და გართობა (საპარიკმახეროები,ფიტნეს-კლუბები, სამორინეები, სპორტი, თეატრი, კინო, სადღესასწაულო შეკრებები და სხვა).

პანდემიის შედეგად დაწინაურდნენ და მოგებული დარჩა შემდეგი დარგები:

  • ლოკალური e-ვაჭრობა, განსაკუთრებით პროდუქტებითა და გამზადებული საკვებით;
  • ონლაინ-გართობა;
  • სამედიცინო პრეპარატებისა და საშუალებების წარმოება და გასაღება;
  • დისტანციური მედიცინა;
  • ბუნების დაცვა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების სფერო;
  • საფინანსო დარგის მნიშვნელოვანი აქტივობები;
  • ახალი ციფრული ლანდშაფტის დამკვიდრების მიმართულებები და სისწრაფე.

პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა სახელმწიფოს განსაკუთრებული მისია და როლი, რაც საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ახალ როლსა და გამოწვევებში ვლინდება. აღსანიშნავია ეკონომიკური პოლიტიკის ხუთი მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარება. ამ მიმართულებებს განეკუთვნება:

  1. სახელმწიფო, როგორც ინოვაციების მთავარი შემკვეთი. ინოვაციური პროდუქტების ბაზრებზე სახელმწიფო შეკვეთების დომინირების პოლიტიკა;
  2. სახელმწიფო, როგორც ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის შემქმნელი. ინოვაციური პროდუქტების ბაზრებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის შემუშავების პოლიტიკა;
  3. სახელმწიფო, როგორც დაფინანსების წყარო. ინოვაციური პროდუქტების წარმოებისათვის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების პოლიტიკა;
  4. სახელმწიფო, როგორც ახალი კომპეტენციების შემქმნელი. ახალი კომპეტენციების შექმნისა და სამეწარმეო სფეროში მათი დანერგვის ხელშემწყობი პოლიტიკა;
  5. ინოვაციათა კულტურის შექმნის სტიმულირების პოლიტიკა.

უნარები და გადამზადება.

საქართველოს ინოვაციური სამრეწველო დარგების განვითარება და კონკურენტუნარიანობა  დამოკიდებულია კვალიფიციური სამუშაო ძალის დაკომპლექტებასა და შენარჩუნებაზე. იმის გამო, რომ მოთხოვნები კვალიფიცირებული შრომითი რესურსების მიმართ იზრდება აუცილებელია, რომ განათლება და სწავლება სწრაფად შეიცვალოს როგორც განხორციელების საშუალებებით ასევე შინაარსობრივადაც.  საქართველოს ინტერესი ევროპის ციფრულ ბაზართან დაახლოვებაა ამდენად აუცილებელია, რომ ევროპელთა წინაშე არსებული გამოწვევები ჩვენც გავიზიაროთ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეხლა გვაქვს ისტორიული შანსი შევამციროთ ეკონომიკური ჩამორჩენა ICT-ის შესწავლით გავრცელებით, დანერგვითა და განვითარებით. მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის რეალობა გახდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი.

მხოლოდ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირში 120 მილიონ ევროპელს მოუწევს ცოდნის განახლება ან პროფესიული გადამზადება. დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლა, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის ევროკავშირში  შექმნის 1 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს. ამასთან ევროპაში უკვე არსებობს 1 მილიონი ვაკანსია ციფრული ტექნოლოგიების მცოდნე სპეციალისტებისთვის.  ამავდროულად, კომპანიების 70% აცხადებს, რომ ინვესტიციებს აყოვნებს, რადგან ვერ პოულობენ სწორი უნარების მქონე ადამიანებს [3].

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჯერ-ჯერობით საქართველოს არც ხელისუფლებას და არც მოსახლეობას კარგად არ აქვს აღქმული თუ რა ელოდება ჩვენს ქვეყანას უახლოეს ათწლეულში. ციფრიზაციის პოლიტიკის ხსენება მოდური გახდა, მაგრამ ციფრულ უნარებზე საუბარი და მსჯელობა არამოდურია. ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ ის მცირერიცხოვანი სპეციალისტები, რომლებსაც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა ამზადებს (თუმცა მათი უმრავლესობა თვითნასწავლია) საქართველოში არ ჩერდება და სამუშაოდ საზღვარგარეთულ კონტრაქტებს ეძებს. ამავე დროს საქართველოში ფუნქციონირებადი მცირერიცხოვანი IT ფირმები სპეციალისტებს ვერ პოულობენ.

საერთაშორისო კვლევების საფუძველზე გამოვლენილია, რომ საქართველო კვალიფიციური (ციფრული უნარების მქონე) შრომითი რესურსების მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაშია. ასეთ კვლევათა რიცხვს განეკუთვნება ტალანტების კონკურენტუნარიანობის გლობალური ინდექსი 2020 (The Global Talent Competitiveness Index 2020). ამ ინდექსში მოცემულია შეფასებები, რომლებიც მაქსიმალურად უნდა  გავითვალისწინოთ, რათა ჩვენმა ქვეყანამ და საზოგადოებამ მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მაღალ მიზნებს მიაღწიოს. პირველ  ცხრილში მოცემულია ინფორმაცია ციფრიზაციის პოლიტიკის განსხვავებული მოდელის მქონე ქვეყნებზე. იგი საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ ციფრიზაციის მეტად ეფექტიანი პოლიტიკის მოდელი და მისი განვითარების მიმართულებები. ცხრილ 1-ში მოცემულია საქართველოს შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობა. რეიტინგში ჩვენს ქვეყანას 68-ე ადგილი უჭირავს და მას სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანა (აზერბაიჯანი და სასომხეთი) უსწრებს. 

ცხრილი №1

ტალანტების კონკურენტუნარიანობის გლობალური ინდექსი 2020[1] 

ტალანტების კონკურენტუნარიანობის გლობალური ინდექსი

ქვეყანა

რეიტინგი

შესაძლებლო

ბათა შექმნა

მოზიდვა

ზრდის შესაძლებლობა

შენარჩუნება

 

უნარები

VT

უნარები

GT

ავსტრალია

10

17

7

9

11

20

9

გაერთიანებუ

ლი სამეფო

12

15

12

5

17

24

3

ესტონეთი

24

24

31

28

31

29

10

მალაიზია

26

26

28

23

34

15

33

აზერბაიჯანი

45

52

44

82

35

23

74

ყაზახეთი

54

62

58

78

39

62

39

სასომხეთი

60

61

59

100

64

49

47

საქართველო

68

58

69

103

68

68

54

როგორც ცხრილიდან ჩანს ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და ესტონეთი ტალანტების კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსის რენტინგში მაღალ ადგილებზე იმყოფებიან. ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის ესტონეთმა შესძლო ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება ციფრიზაციისა პროცესების განვითარებისა და ციფრული უნარების დამკვიდრებისთვის.  ეს მიგვითითებს და ადასტურებს მათ მიერ არჩეული ციფრიზაციის პოლიტიკის მოდელის ეფექტიანობაზე. ესტონეთის ციფრიზაციის ნაციონალურ - სტრატეგიული რეგულირების მოდელი  არ გულისხმობს ადამიანის უშუალო მონაწილეობას სისტემის ფუნქციონირებაში. კერძოდ, ესტონეთის X-road  ინიციატივა მუშაობს ტექნიკური კატეგორიებით, რომლის მიზანია მონაცემთა გაცვლის სისტემის ავტომატიზაცია.

ესტონეთის მთავრობის X-road (2001) ინიციატივა (რომელიც არის მნიშვნელოვანი რგოლი მასშტაბური პროექტის ,,ელექტრონული ესტონეთი“), წარმოადგენს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შორის ციფრული ინფორმაციის გაცვლის სისტემების შექმნასა და შემდგომ გაუმჯობესებას. X-road ინფორმაციის ბირთვი საშუალებას იძლევა ტექნოლოგიურად ორგანიზებულ იქნას ციფრული მონაცემების გაცვლა მონაცემთა ბაზებს შორის უმოკლეს, რეალურ დროში. X-road არ იყენებს ბლოკჩეინს და ერთრანგიან ტექნოლოგიებს[2], თუმცა, იგი მუშაობს მონაცემთა მიღება/გამოთვლის მსგავსი პრინციპებით. განსახილველი ინიციატივა პირდაპირ კავშირშია ციფრული ინფორმაციის გადაცემასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. თავისი ტექნოლოგიური კომპონენტის მიხედვით, X-road-ი ქვეყნის მასშტაბით ციფრული პლატფორმაა, რომელიც მუშაობს მუდმივად განახლებულ მონაცემთა ბაზაზე წვდომის პრინციპებით. ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა დაუკავშირდეს X-road-ს იმისთვის, რომ მოითხოვოს უკვე ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ამ საშუალებით შეავსოს მონაცემთა ბაზა. 2017 წელს X-road-ი  შეერწყა ფინეთის ციფრული ინფორმაციის გაცვლის სისტემას. სისტემების თავსებადობის წყალობით შესაძლებელი გახდა ამ ქვეყნებს შორის ციფრული ინფორმაციის გაცვლის პროცესების ავტომატიზება. საოცნებოა, რომ მსგავსი სისტემა გვქონდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, მაგრამ ძალისხმევისა და ინიციატივების პირობებში ეს შესაძლებელია.

მეორე ცხრილში განხილულია საქართველოს კონკრეტული პოზიციების შეფასება, რაც ცხადია განსჯისა და დასკვნების გამოსატანად ძალზე კარგი მასალაა. სრულიად ნათელია, რომ ციფრიზაციის პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია მეორე ცხრილის პოზიციების ძირეული ცვლილება და გაუმჯობესება [4].

ცხრილი 2.

საქართველოს ძირითადი ინდიკატორები ტალანტების კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსში 2020 წელს

(პოზიციების შეფასების ქულები და მინიჭებული ადგილები).[3] 

 

პოზიციები:

ქულები

ადგილი

1.

შესაძლებლობათა შექმნა

49.87

58

1.1

ნორმატიული გარემო

62.19

71

1.1.1

სახელმწიფო მმართველობის

ეფექტიანობა

60.37

41

1.1.2

კანონის უზენაისობა

60.35

50

1.1.3

პოლიტიკური სტაბილურობა

56.87

87

1.1.4

მარეგულირებელი წესების ხარისხი

73.94

29

1.1.5

კორუფცია

59.46

 

36

1.2

საბაზრო გარემო

48.82

71

1.2.1

კონკურენციის ინტენსიურობა

58.9

      93

1.2.2

ბიზნესის კეთების სიმარტივე

94.09

       5

1.2.3

კლასტერული განვითარება

23.2

111

1.2.4

სამეცნიერო-კვლევითი ხარჯები

6.03

81

1.2.5

ICT ინფრასტრუქტურა

58.27

65

1.2.6

ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა

52.43

76

1.3

ბიზნესის გარემო

38.6

89

1.3.1

უმუშევრობა უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობაში

49.01

113

1.3.2

შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა

31.18

88

1.3.3

დასაქმებულისა და დამსაქმებლის თანამშრომლობა

33.38

86

1.3.4

პროფესიონალური მენეჯმენტი

48.12

68

1.3.5

შრომის ანაზღაურებისა და მწარმოებლურობის ურთიერთკავშირი

41.96

82

1.3.6

ნარჩენების უტილიზაციის ტექნოლოგიები

41.96

82

1.3.7

ინვესტიციები განვითარებად ტექნოლოგიებში

29.9

95

2

მოზიდვა

47.97

69

2.1

საგარეო ღიაობა

36.91

88

2.1.1

პუი-სა და ტექნოლოგიების გადმოცემა

48.64

89

1.1.2

უცხოური საკუთრების პრევალენსობა

54.69

75

2.1.3

მიგრანტების შემოსვლა

23.93

93

2.1.4

უცხოელი სტუდენტები

20.31

35

2.1.5

,,ტვინების“ შემოსვლა

37.01

88

2.2

შიგა ღიაობა

59.04

56

2.2.1

ტოლერანტობა უმცირესობათა მიმართ

30

91

2.2.2

ტოლერანტობა იმიგრანტების მიმართ

57.53

69

2.2.3

სოციალური მობილურობა

5744

65

2.2.4

განათლება მიღებული ქალები

81.65

31

2.2.5

გარღვევა გენდერულ განვითარებაში

80

55

2.2.6

ლიდერობის შესაძლებლობები ქალებისთვის

47.58

61

3

ზრდის შესაძლებლობა

29.19

103

3.1

ფორმალური განათლება

17.95

82

3.1.1

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა

6.58

91

3.1.2

უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა

45.18

49

3.1.3

უმაღლესი განათლების მიღების ხარჯები

6.74

103

3.1.4

კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

31.23

59

3.1.5

უნივერსიტეტების რეიტინგი

0

75

3.2

სწავლა სიცოცხლის მანძილზე

23.95

126

3.2.1

მენეჯმენტის სკოლების ხარისხი

36.58

96

3.2.2

ფირმებში ტრენინგების სიჭარბე

9.37

93

3.2.3

დასაქმებულთა პროფესიული ზრდის უზრუნველყოფა

25.9

109

3.3

ზრდის შესაძლებლობათა ხელმისაწვდომობა

45.68

70

3.3.1

უფლებამოსილების გადაცემის ხელმისაწვდომობა

36.54

92

3.3.2

პერსონალური უფლებები

80.01

54

3.3.3

ვირტუალური სოციალური ქსელების გამოყენება;

74.58

63

3.3.4

ვირტუალური პროფესიონალური ქსელების გამოყენება

5.13

81

3.3.5

თანამშრომლობა ორგანიზაციებში

47.82

66

3.2.6

თანამშრომლობა ორგანიზაციებს შორის

29.99

90

4

შენარჩუნება

46.7

68

4.1

მდგრადობა

27.73

105

4.1.1

საპენსიო სისტემა

29.5

71

4.1.2

სოციალური დაცვა

17.82

121

4.1.3

,,ტვინების“ გადინების შეკავება

35.86

80

4.2

ცხოვრების წესი

65.67

43

4.2.1

გარემოსდაცვითი საქმიანობა

47.11

80

4.2.2

პირადი უსაფრთხოება

55.57

65

4.2.3

ექიმების რაოდენობა

76.28

3

4.2.4

სანიტარია

83.72

80

5

ტექნიკური ცოდნის (VT-ს) უნარები

43.02

68

5.1

საშუალო დონის უნარები

52.51

43

5.1.1

საშუალო განათლების მქონე სამუშაო ძალა

78.97

13

5.1.2

საშუალო განათლების მქონე მოსახლეობა

85.45

5

5.1.3

ტექნიკოსები და უმცროსი სპეციალისტები

31.93

68

5.1.4

შრომის მწარმოებლურობა თითოეულ დასაქმებულზე

13.68

78

5.2

დასაქმების შესაძლებლობა

33.53

113

5.2.1

კვალიფიცირებული მუშაკის მონახვის სიადვილე

40.37

106

5.2.2

განათლების სისტემის შესატყვისობა ეკონომიკისადმი

31.33

100

5.2.3

საშუალო განათლების შესაბამისი უნარები

25.62

114

5.2.4

უმაღლესი განათლების შესაბამისი უნარები

36.81

114

6.

გლობალური (GK) უნარები

29.93

54

6.1

მაღალი დონის უნარები

34.61

52

6.1.1

სამუშაო ძალა უმაღლესი განათლებით

51.42

33

6.1.2

უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობა

52.21

24

6.1.3

პროფესიონალები

31.76

55

6.1.4

მკვლევარები

16.13

44

6.1.5

მაღალი თანამდებობის პირები და მენეჯერები;

33.44

42

6.1.6

მეცნიერებსა და ინჟინრებზე ხელმისაწვდომობა

22.69

125

6.2

ნიჭიერთა გავლენა

25.26

56

6.2.1

ინოვაციების შედეგიანობა

33.98

59

6.2.2

მაღალი ღირებულების ექსპორტი

8.84

87

6.2.3

სამეწარმეო საქმიანობის ახალი პროდუქტები

37.06

60

 6.2.4

ახალი ბიზნესის სიმჭიდროვე

40.29

16

    6.2.5

სტატიები სამეცნიერო ჟურნალებში

6.12

63

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არსებობს მაღალკვალიფიციური და კოგნიტური აზროვნების მქონე სპეციალისტთა ჩამოყალიბების პოტენციალი. მნიშვნელოვანია, რომ პოტენციალის გამოყენება შევძლოთ ეროვნული ინტერესებისათვის და მათ საზღვრებში. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა წარიმართოს ახალი სპეციალობებისა და ციფრული უნარების პროპაგანდისა და საზოგადოებრივ ღირებულებებზე ზემოქმედების საფუძველზე. უაღრესად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემისა და მასობრივი მედია საშუალებების გამოყენების გზით საქართველოს საზოგადოებამ მიიღოს ცოდნა უახლესი ციფრული უნარების შესახებ. საჯარო სექტორსა და ბიზნესს ამ პროცესებში წამყვანი როლი ენიჭება.

ახალი ციფრული უნარების, სპეციალობებისა და პროფესიების პოლიტიკური დისკურსის მიზანი არის მოქალაქეებისთვის არა მარტო განმარტებების მიცემა უახლესი ტექნოლოგიების შესწავლის აუცილებლობაზე არამედ მათი დარწმუნება მოქმედებისათვის საკუთარი თავისა და სახელმწიფოს ინტერესებში. მკვლევართა აზრით დარწმუნება და რწმენის ფორმირება სახელმწიფო პოლიტიკური დისკურსის მთავარი მახასიათებლებია.

პანდემიის შედეგები უპრეცენდენტოდ მწვავე და ძნელად დასაძლევი სჩანს და ამდენად სწორედ ეხლა გვაქვს სამოქალაქო თვითშეგნებისა და ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობა. საქართველოს სახელმწიფოს წინაშე წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად განსაკუთრებით საშიშია ეკონომიკურ ინტერესთა კონფლიქტები, რომლებიც ნაციონალური ინტერესების რეალიზაციის მიზნით საზოგადოებრივ ღირებულებათა ჯაჭვის საზღვრებში უნდა იქნეს მოქცეული.

დასკვნები 

პანდემიის მიმდინარეობის პრცესში მკაფიოდ გამოიკვეთა სახელმწიფოს როლის, აქტივობებისა და პასუხისმგებლობის ზრდის ტენდენცია. აშკარაა ისიც, რომ საზოგადოებამ (საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა, რომლებსაც სჯერათ ან არ სჯერათ შეთქმულების თეორა) სახელმწიფოს მთავრობის მოწოდებებსა და გადაწყვეტილებებს დაეთანხმა და დაემორჩილა. ჩამოყალიბებული ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ახლო მომავალში დაიწყება (საჭიროც გახდება) სახელმწიფო ეკონომიკის (საჯარო სექტორის) პოზიციის გაფართოება.  ამ პროცესს მოჰყვება დასაქმების საკითხისა და მინიმალური გარანტირებული შემოსავლის შექმნის, ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ცვლილებისა და სახელმწიფო IT ინფრასტრუქტურის აწყობის აუცილებლობა;

საქართველოს სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის წინაშე წარმოჩენილი ახალი მიზნების რეალიზების წარმატება დამოკიდებული იქნება:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის (როგორც ცენტრალური აგრეთვე მუნიციპალური და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები) მდგრადობის უზრუნველყოფაზე,
  • ბიუჯეტების სტაბილურ შევსებაზე საგადასახადო შემოსავლებით;
  • დახმარებათა პაკეტის რაციონალურ განაწილებასა და მის შესრულებაზე უმკაცრესი კონტროლის დაწესებაზე საზოგადოებრივი სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით.

საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში მოსალოდნელ ცვლილებებს თან დაერთვება ბიზნესის ახალი ტიპის ფრაგმენტაციური, დანაწილებითი მოდელის აღმოცენება. იგი დაკავშირებული იქნება e-მარკეტინგის, საქონლისა და მომსახურების ონლაინ გაყიდვების, ოფლაინ მუშაობის ორგანიზებისა და რობოტო-ტექნიკის სწრაფი დანერგვის პროცესებთან;

პოსტპანდემური პერიოდის ზრდისა და განვითარების პოლიტიკის წარმატება და ეფექტიანობა განპირობებული იქნება უახლესი ციფრული უნარების, სპეციალობებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე შრომითი რესურსების აქტივობით. პანდემიის საბოლოო დამარცხება შეუძლებელია სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის ინკლუზიურობის ხარისხის ზრდის გარეშე;

ბიზნესის ახალი სტრუქტურირებული მოდელების მხარდაჭერა ეკონომიკური პოლიტიკით უნდა განხორციელდეს და დასრულდეს მანამდე სანამ დამთავრდება საზღვარგარეთული დახმარების ,,ფული“;

საზღვარგარეთული დახმარების ,,ფული“-სთვის ეკონომიკურ ინტერესთა ჯგუფებს შორის გამართული ბრძოლის პერიოდში ხელისუფლებამ (არჩევნებში რა ძალაც არ უნდა იმარჯვედეს) ნაციონალური ინტერესების რეალიზაციისათვის უნდა ჩამოაყალიბოს მტკიცე ვერტიკალი. ცხადია, რომ ასეთი ვითარება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასა და მისი აქტივობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. საქართველოს ცაზე Space X-ის Starlink-ის თანამგზავრები გამოჩნდა. 5.25. 2020;  https://netgazeti.ge/news/446770/
  2. ეკონომიკური მაჩვენებლები - საქართველო და მეზობელი ქვეყნები. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიში; https://www.entrepreneur.com/article/350756
  3. EUROPEAN COMMISSION.  COMMUNICATION FROM THE COMMISSION. A New    Industrial Strategy for Europe. Brussels, 10.3.2020. COM(2020) 102 final; https://eur-lex.europa.eu/legal content/EN/TXT/HTML/?uri=CELEX:52020DC0102&from=EN
  4. Global Talent Competitivenes Index 2020. Georgia. https://gtcistudy.com/the-gtci-index/#gtci-country-view

[2]ერთრანგიანი, დეცენტრალიზებული ქსელი (ინგლ.  peer-to-peer, P2P  ) როდესაც ქსელში უამრავი მანქანაა და თითოეულს შეუძლია დაკავშირება სხვა დანარჩენებთან. ასეთ ქსელში ხშირად არ არის გამოცალკავებული სერვერები, ხოლო თითოეული კვანძი (peer) წარმოადგენს როგორც კლიენტს ასევე ასრულებს სერვერის ფუნქციას. 

[3] Global Talent Competitivenes Index 2020. Georgia. https://gtcistudy.com/the-gtci-index/#gtci-country-view